ადვოკატი ოტიაშვილი – ”ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეში შავი ბმვ-ს მძღოლი გამოჩნდა. ლადო გრიგალაშვილი ბრალს არ აღიარებს”

ადვოკატი ოტიაშვილი - ”ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეში შავი ბმვ-ს მძღოლი გამოჩნდა. ლადო გრიგალაშვილი ბრალს არ აღიარებს”20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობისთვის დაკავებული ლადო გრიგალაშვილის ადვოკატის ინფორმაციით, საქმეში შავი ბმვ-ს მძღოლი ფიგურირებს, რომელთანაც მოკლულს ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა.
როგორც ნაირა ოტიაშვილმა ჟურნალისტებს ლადო გრიგალაშვილისთვის ბრალის ოფიციალურად წაყენების შემდეგ განუცხადა, გრიგალაშვილი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.
– საქმეში ფიგურირებს შავი ბმვ-ს მძღოლი, რომელსაც ამ ეტაპზე ასევე ვერ დავასახელებ და არის რაღაც სხვა ურთიერთობები. გარდაცვლილსა და ბმვ-ს მძღოლს შორის იყო ინტიმური ურთიერთობა. ვისთან ერთად იყო ხალათით, ეს გამოძიების დასადგენია. ლადოს მიერ ნამდვილად არ არის მოკლული, – განაცხადა ოტიაშვილმა.
ადვოკატი ოტიაშვილი - ”ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეში შავი ბმვ-ს მძღოლი გამოჩნდა. ლადო გრიგალაშვილი ბრალს არ აღიარებს”მისივე თქმით, გამოძიებას გრიგალაშვილის მიმართ იქიდან გამომდინარე გაუჩნდა ეჭვი, რომ მოკლული მისი შეყვარებულია და გრიგალაშვილს მასთან ღამის 04:00 საათამდე სატელეფონო მიმოწერა ჰქონდა.
თემქაზე 20 წლის გოგონა გარდაცვლილი გუშინ, გამთენიისას ნახეს. გუშინვე მკვლელობის ბრალდებით მისი შეყვარებული, ლადო გრიგალაშვილი დააკავეს.

 

ინტერპრესნიუსი

ანა ნაცვლიშვილის მკვლელობისთვის პოლიციამ 1997 წელს დაბადებული ლ.გ. დააკავა

ვინ მოკლა 20 წლის ანა ნაცვლიშვილი? – გოგონას მობილურზე ბოლოს მეგობარმა ბიჭმა დაურეკა