ვის ეკუთვნის სავაჭრო ცენტრი “ქალაქის გული“

ვის ეკუთვნის სავაჭრო ცენტრი "ქალაქის გული“საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულში“ მომხდარი ხანძრის შედეგად დამწვარია მინიმუმ 3000 კვადრატული მეტრის ფართობი.
საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ბაზრობის მესაკუთრეა შპს „ ქალაქის გული“. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას რამდენიმე მესაკუთრე ჰყავს. ყველზე მსხვილი, 45%-იანი წილის მფლობელია „მორ ფანდ ჰოლდინგ ბი.ვი., ნიდერლანდები. 44.6% ეკუთვნის შპს „თერგს“ და 5-5%-იანი წილის მფლობელები არიან არიე გოლდსტეინი და კორპორაცია კოლხა. არიე გოლდსტეინი ისრაელის მოქალაქეა და საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, კომპანიის ფინანსური დირექტორიცაა.
შპს „ქალაქის გულის“ გენერალური დირექტორი მუხრან ბაგრატიონია. დირექტორატში კი 2 საქართველოს და 2 ისრაელის მოქალაქეა.
აღნიშნული მონაცემები საჯარო რეესტრში 2016 წლის მაისით თარიღდება და მას შემდეგ კომპანიის მესაკუთრეების ან მენეჯმენტის ცვლილებები რეგისტრირებული არ არის.

ბიზნესმედია