დედაქალაქის მერმა ვაშლიჯვარში მდებარე 33-ე ბაგა-ბაღი დაათვალიერება, რომლის მშენებლობაც 2017 წლის ოქტომბერში დასრულდა, როგორც აღმოჩნდა შენობის კედლები რამდენიმე ადგილას არის გაბზარული და დაზიანებულია ჭერი. კომპანია „გიკა“, რომელმაც საბავშვო ბაღი ააშენა, დედაქალაქში კიდევ ორ ბაღს აშენებს, კალაძის განცხადებით აღნიშნულ ობიექტებზე მშენებლობა შეჩერდება და ზედამხედველობა განხორციელდება, კალაძე კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრას დღესვე გეგმავს.
„კონკრეტულად ამ მშენებლობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემებია. ჩემს მოადგილეს დავავალე, დღესვე დაიბარონ კომპანია, ვინც სამუშაოები განახორციელა და მოსთხოვონ შესაბამისი პასუხი. შეუძლებელია, თავი დავუხაროთ ასეთ მშენებლობებს და ასეთ ხარისხს. მომდევნო წლების განმავლობაში ძალიან დიდი ყურადღება დაეთმობა ხარისხიან მშენებლობებს. მესმის, რომ თავიდან შეიძლება პრობლემები იყოს, მოგვიწევს ბრძოლა, მაგრამ გადავტეხავთ. არანაირი დათმობა არ იქნება ამ მიმართულებით, მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება პატარებს, საქმე ეხება მშენებლობას, ვიქნებით ძალიან უკომპრომისოები. ეს იქნება ყველა მიმართულებით, არა მხოლოდ საბავშვი ბაღის. გზებთან დაკავშირებით გვექნება ანალოგიური მოთხოვნა სარეაბილიტაციო სამუშაოებთან და მშენებლობებთან.“- განაცხადა კახა კალაძემ.

