ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული ლადო გრიგალაშვილი მას ოჯახთან ერთად ეძებდა – ტრაგედიის ახალი დეტალები

ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული ლადო გრიგალაშვილი მას ოჯახთან ერთად ეძებდა - ტრაგედიის ახალი დეტალები21 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობა გახსნილია. სამართალდამცავებმა მკვლელობაში ბრალდებული, გარდაცვლილის შეყვარებული ლადო გრიგალაშვილი დააკავა. გრიგალაშვილი ჯერ მოწმის სტატუსით დაიკითხა, ხოლო მოგვიანებით ის დააკავეს. გრიგალაშვილმა ბრალი აღიარა.

21 წლის ანა ნაცვლიშვილი 22 თებერვალს, გამთენიისას, მამამ ყელგამოჭრილი იპოვა. ახალგაზრდა ქალის ცხედარი სახლთან ახლოს, ავტოფარეხებთან ნახეს.

გავრცელებული ინფორმაციით, როდესაც ოჯახმა ანა ნაცვლიშვილის ძებნა დაიწყო, ლადო გრიგალაშვილიც მათთან ერთად ეძებდა.

ბოლო სატელეფონო ზარი ანა ნაცვლიშვილს სწორედ ლადო გრიგალაშვილთან ჰქონდა განხორციელებული. გოგონა სახლიდან მას შემდეგ გავიდა, რაც ტელეფონზე დაურეკეს, სახლთან ახლოს ის მანქანაში ჩაჯდა და ახლომდებარე სკვერისკენ წავიდა, ხოლო ოჯახმა მთელი ღამის ძებნის შემდეგ, დილით გარდაცვლილი იპოვა. ახლობლები ვარაუდობენ, რომ მკვლელი კარგად ნაცნობი იყო, რადგან ანა სახლიდან საშინაო ტანსაცმლით ჩავიდა.

მკვლელობის მოტივად შურისძიება სახელდება, თუმცა შურისძიების მიზეზი უცნობია. გრიგალაშვილის მეგობრები და ახლობლები აცხადებენ, რომ წყვილს სერიოზულად არ უჩხუბიათ. თუმცა, ერთად ყოფნის პერიოდში ანა მას დაშორდა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

ნიუპოსტი

ვინ მოკლა 20 წლის ანა ნაცვლიშვილი? – გოგონას მობილურზე ბოლოს მეგობარმა ბიჭმა დაურეკა