ანა ნაცვლიშვილის მკვლელობა მისმა შეყვარებულმა აღიარა? – შსს კომენტარს არ აკეთებს

ანა ნაცვლიშვილის მკვლელობა მისმა შეყვარებულმა აღიარა? - შსს კომენტარს არ აკეთებსდაუდასტურებელი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თემქაზე მომხდარი სასტიკი მკვლელობა გახსნა.
ასევე დაუდასტურებელი ინფორმაციით, 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობა მისმა შეყვარებულმა აღიარა.
“ნიუპოსტი” შს სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა უწყება საკითხთან დაკავშირებით კომსნტარს არ აკეთებს.
შეგახსენებთ, რომ 20 წლის სტუდენტი, საკუთარ საცხოვრებელთან ახლოს მდებარე სკვერში გამთენიისას მოკლეს. გოგონას მრავლობითი ჭრილობები აღენიშნება, სასიკვდილო კი სავარუდოდ, ყელის არეში მიყენებული ჭრილობა გახდა.
მეზობლების ინფორმაციით, შეყვარებულებს შორის კონფლიქტის შესახებ ხშირად სმენიათ, თუმცა ერთ-ერთი ახლობლის თქმით, “წყვილმა ბოლო პერიოდში ურთიერთობა დაალაგა”.