ანტონიო კონტე ჩელსიდან წასვლას არ აპირებს

ანტონიო კონტე ჩელსიდან წასვლას არ აპირებსჩელსის მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ განაცხადა რომ ის ჩელსიდან წასვლას არ აპირებს, მიუხედავად იმისა რომ მისმა გუნდმა ბოლო ორი შეხვედრა გამანადგურებელი ანგარიშით წააგო.

ორშაბათს ჩელსი უოტფორდთან დამარცხდა 1:4 და ამის შემდეგ ყველა კონტეს შესაძლო გათავისუფლებაზე ალაპარაკდა:

”ჩელსისთან კონტრაქტი მაკავშირებს და ჯერჯერობით წასვლას არ ვაპირებ. ბოლო პერიოდში ცუდ შედეგებს ვაჩვენებთ, მაგრამ ყველაფერი შეგვიძლია გამოვასწოროთ. ნებისმიერ გუნდს შეიძლება ჰქონდეს რთული პერიოდები”–განაცხადა ანტონიო კონტემ.