სეპარატისტების მიერ მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი აქციას ემ ეტაპზე აღარ გამართავს.
შს მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, გიორგი ტატუნაშვილმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ცენტრალურმა ხელისუფლებამ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებისგან მიიღო დაპირება, რომ ცხედარს გადმოსცემენ, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული.
„ძვრები, წინსვლა შეინიშნება ამ საქმეში. ვხედავ, რომ მუშაობენ და ვაცდი. თუ ცხედრის გადმოსვენება უახლოეს მომავალში არ მოხდება, ალბათ, ისევ დადგება დღის წესრიგში აქციების გამართვის საკითხი“, – განაცხადა გიორგი ტატუნაშვილმა.

