ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე, ფეისბუქის გვერდზე, მისი თანამშრომლის შესახებ წერს, რომელმაც ევროებით სავსე საფულე ქუჩაში დაგდებული იპოვა:
,,ჩემმა თანამშრომელმა დღეს საფულე იპოვა ევროებით სავსე. და რა მოიმოქმედა? ადგა და პატრულში დარეკა. მოვიდა პოლიცია და მოიყვანა დაზარალებული.
ახლა სამსახურის წინ დგანან გაოცებული ჩვენი თანამშრომლები, გაოცებული პატრული და გაოცებული საფულის მეპატრონე. მხოლოდ ელეონორა გოგოლაშვილი არ არის გაოცებული და ვერ ხვდება, რომ პრინციპში ეს გმირობაა.
ყოჩაღ ელეონორა! მე არ ვიცი ამ დროს რას ვიზამდი, როცა ევროებს დავინახავდი.
ნიუპოსტი

