დავით იაკობაშვილი – “ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ჩვეულებრივი ასოა… სამში თამამს მიიღებენ”

დავით იაკობაშვილი - "ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ჩვეულებრივი ასოა... სამში თამამს მიიღებენ"“ჟურნალისტური ეთიკის ქარტია არის ერთი ჩვეულებრივი არასამთავრობო ორგანიზაცია (ასო) რომელსაც ყავს 311 წევრი-ხელმომწერი,” – ამ შინაარსის პოსტს აქვეყნებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ერთ-ერთი წევრი, გიორგი იაკობაშვილი ფეისბუკზე.

მისი თქმით, ქარტიას, რომელიც რამდენიმე ასეულ ჟურნალისტს აერთიანებს “სერიოზულ” ჟურნალისტებში წონა და ავტორიტეტი არ აქვს. მისი თქმით, ქარტიის ხელმომწერების უმრავლესობა რეგიონის ჟურნალისტია და მათთვის გრანტს მისაღებად ამ ორგანიზაციაში გაერთიანება აუცილებელია.

“საერთოდ, ბოლომდე დაიკიდეთ ეს მესამე სექტორად წოდებული მეხუთე კოლონა. თქვენი ქოთქოთი მათ სივებში იწერება, აქტივობაში ეთვლებათ, რის გარეშეც ევროპაში დაფუძნებული და რუსეთიდან დაფინანსებული ფონდებიდან მსუყე გრანტებს კი არა, სამში თამამს მიიღებენ”,- წერს იაკობაშვილი.

ონ.გე