დეა გოშხეთელიანის ყოფილმა ქმარმა გიგა ბაკურაძემ ქუთაისის ციხეში თვითმკვლელობა სცადა

დეა გოშხეთელიანის ყოფილმა ქმარმა გიგა ბაკურაძემ ქუთაისის ციხეში თვითმკვლელობა სცადაქუთაისის ნომერ მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფმა გრიგოლ ბაკურაძემ, რომელიც სასჯელს ცოლის საჩივრის გამო იხდის, თვითმკვლელობა სცადა.

ამის შესახებ kutaisitoday.com იუწყება.

ბაკურაძეების კანონიერი ინტერესების დამცველი ადვოკატების ლედი ტუკვაძის და რობიზონ ხურცილავას განცადებით მათმა დაცვის ქვეშ მყოფმა სასჯელთაღსრულების დაწესებულებაში თვითმკველელობა სცადა.

– ,, რამდენიმე წუთში ვიქნებით, მოვინახულებთ ჩვენს დაცვის ქვეშ მყოფ ბაკურაძეს. გამოვიკითხავთ დეტალებს და მედიისთვის განცხადებას მოგვიანებით გავაკეთებთ თუ ვინ მიიყვანა ბაკურაძე თვითმკვლელომადე, ვინ ახდენს ოჯახის მიმართ ზეწოლას. ყველა ამ საკითხეზე ვრცელ განმარტებას გავაკეთებთ. ხოლო რაც შეეხება თვითმკვლელობამდე მიყვანის გამო, გამოძიება მიმდინარეობს. – განაცხადა ადვოკატმა ლედი ტუკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ხონის აკად. ბ.ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის გოჩა ბაკურაძის შვილი გიგა ბაკურაძე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით სასამართლო პროცესზე დააკავეს

დაზარალებული დეა გოშხეთელიანის განმარტებით, ყოფილი მეუღელე მას 3 იანვარს სახლში მიუვარდა და მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკურად გაუსწორდა. დეა გოშხეთელიანის განმარტებით, მას დაუდგენელ წამლებს ასმევდნენ.

ის მოძალადე ქმრისგან დაცვას სახელმწიფო სამსახურების პირველ პირებს სთხოვდა.

დრონი