დოდო გუგეშაშვილის შვილი მოკლეს, თავად კი დაჭრეს

დოდო გუგეშაშვილის შვილი მოკლეს, თავად კი  დაჭრესშეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს თავს  საკუთარ საცხოვრებელ სახლში დაესხნენ. ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობების შედეგად მისი 33 წლის შვილი გარდაიცვალა.

დოდო გუგეშაშვილს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სასწრაფო დახმარების სამსახურში განუცხადეს. მას ღუდუშაურის კლინიკაში ოპერაცია უტარდება.

აღნიშნულზე შსს-ში ოფიციალურად ჯერ არ საუბრობენ.