„გადმოსვენებას იმიტომ აჭიანურებენ, რომ ჩემი შვილი ნაწამებია“ – ტატუნაშვილის მამა

„გადმოსვენებას იმიტომ აჭიანურებენ, რომ ჩემი შვილი ნაწამებია“ - ტატუნაშვილის მამაოკუპანტების მიერ მოკლული ქართელი სამხედროს, არჩილ ტატუნაშვილის მამის თქმით, რომ ცხედრის გადმოსვენება იმიტომ ჭიანურდება, რომ მისი შვილი ნაწამებია და არ უნდათ, ეს ყველამ გაიგოს.
გიორგი ტატუნაშვილი ამბობს, რომ მისი ერთადერთი ნატვრაა, დედას შვილის ცხედარი დავუბრუნო, რომ დაიტიროს, როგორც წესია.
იმ შემთხვევაში, თუ ცხედრის გადმოცემა კვლავაც გაჭიანურდება, გიორგი ტატუნაშვილი ავტობანზე რუსული სანომრე ნიშნიანი ავტომანქანების მოძრაობის აკრძალვას მოითხოვს.

„იმიტომ აჭიანურებენ გადმოსვენებას, რომ ჩემი შვილი ნაწამებია. რომ არ გახმაურდეს, არ გაიგოს ყველამ, რომ ჩემი შვილი ტანჯვა-წამებით მოკლეს, ამიტომაც ჭიანურდება. ჩემი შვილი ბორკილებდადებული წიყვანეს. ფიზიკურად ძლიერი იყო, ალბათ არ ემორჩილებოდა, წინააღმდეგობას უწევდა და ამიტომაც მოკლეს. მე კიდევ ველოდები ცხედრის გადმოცემას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვიდრე ცხედარს არ გადმოგვცემენ, არც ერთი რუსული მანქანა არ გაივლის ავტობანზე. ჩემი ერთადერთი ნატვრაა, რომ დედას შვილის ცხედარი დავუბრუნო და როგორც წესია დაიტიროს“, – განაცხადა გიორგი ტატუნაშვილმა.