გოგრა, სატაცური და ავოკადო – სახსრების ხრტილოვან სისტემას აღადგენს

გოგრა, სატაცური და ავოკადო - სახსრების ხრტილოვან სისტემას აღადგენსმზის სხივების არასაკმარისი რაოდენობის გამო ზამთრის პერიოდში ჩვენი ორგანიზმი ვერ იღებს ბუნებრივ D ვიტამინს, რომელიც აუცილებელია ჩვენი ძვლებისა და სახსრების ჯანმრთელობისთვის. ამიტომ ზამთრის მიწურულს, ხშირად, თავს იჩენს სახსრების პრობლემები – ტკივილი, ანთება.

გაითვალისწინეთ ქვემოთ ჩამოთვლილი რჩევები და ძალიან მოკლე დროში იგრძნობთ მათ ეფექტურობას:

აუცილებლად მიირთვით თხის რძეზე დამზადებული ყველი და ხაჭო, სწორედ ეს პროდუქტი შეიცავს დიდი რაოდენობით კალციუმს. ასევე ძალიან სასარგებლოა პროდუქტები, როგორიცაა: გოგრა, სატაცური და ავოკადო. ეს პროდუქტები შეიცავს მაგნიუმს, B ჯგუფის ვიტამინებს და ისეთ ნივთიერებებს, რომელიც უზრუნველყოფს ხრტილოვანი სისტემის ელასტიურობას.
დაავადებული სახსრების გათბობა საფრთხილოა! თუ მიმდინარეობს ანთება, სითბომ შეიძლება დაამძიმოს მდგომარეობა. ეს ასევე ეხება, როგორც პირდაპირი მზის სხივებზე წოლას, ასევე სოლარიუმში გარუჯვას. ამიტომ, თუ გაქვთ სახსრების ან ვენების პრობლემები, არ გიჩევთ ულტრა იისფერ სხივების ჭარბად მიღებას.
თუ დაგეღალათ ფეხები, გიბუჟდებათ და გაქვთ ანთების ნიშნები – გაიკეთეთ ყუნულის კომპრესი: ტკივილის კერაზე დაიფინეთ პირსახოცი, ზემოდან დაიდეთ ყინული და გაიჩერეთ 20 წუთი. ეს შეგიმცირებთ ტკივილს და გააუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
გახსოვდეთ, რომ სახსრების გასაჯანსაღებლად სასურველია მსუბუქი ვარჯიში, ასევე შეგიძლიათ მიიღოთ ზღვის მარილის აბაზანები.
გაიმართეთ წელში, მიაქციეთ ყურადღება ზურგის კუნთების ტონუსს, ეს დაგეხმარებათ მთლიანი სხეულის კონტროლში.
გასწავლით მარტივ ვარჯიშს რომელიც ყველგან შეგიძლიათ შეასრულოთ.

დღეში ხუთჯერ მანქანაში ან მაგიდასთან ჯდომისას გააკეთეთ შემდეგი მოძრაობები:

მაქსიმალურად გადაწიეთ მხრები უკან, დაძაბეთ ზურგის კუნთები და მკერდი წინ გამოწიეთ;
დაბრუნდით საწყის პოზიციაში – მოადუნეთ მხრები;
ახლა მაქსიმალურად წინ წამოწიეთ მხრები და ოდნავ მოხრილ პოზიციაში გაჩერდით რამდენიმე წამი;
დაბრუნდით საწყის პოზიციაში – მოადუნეთ მხრები;
გაიმეორეთ მოქმედება 3-4ჯერ და სულ მალე იგრძნობთ უკეთესობას.

medison.ge