კრიშტიანო რონალდუმ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო

კრიშტიანო რონალდუმ ვარჯიშზე ტრავმა მიიღომადრიდის რეალის ლიდერმა კრიშტიანო რონალდუმ რეალის ერთ-ერთ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ტრავმა სერიოზული არ არის, მაგრამ ეს ინფორმაცია ჯერჯერობით ოფიციალურად არ დადასტურებულა.

თვითონ ფეხბურთელს ასევე არ გაუკეთებია კომენტარი. წლევანდელ სეზონში რონალდუ არცთუ კარგად გამოიყურება და ესპანეთის ჩემპიონატში მან მხოლოდ 5 გოლის გატანა მოახერხა, რაც მისთვის ბოლო წლებში ყველაზე ცუდი შედეგია.

14 თებერვალს რეალი ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრას გამართავს პსჟ-ს წინააღმდეგ და რონალდუ იმ მატჩში რეალს აუცილებლად დაჭირდება.