ლუის ენრიკე შესაძლოა ჩელსის მთავარი მწვრთნელი გახდეს

ლუის ენრიკე შესაძლოა ჩელსის მთავარი მწვრთნელი გახდესჩელსის მთავარი მწვრთნელი შესაძლოა ლუის ენრიკე გახდეს. ბოლო პერიოდში ჩელსი ძალიან ცუდ შედეგებს აჩვენებს და არ არის გამორიცხული ამის გამო ანტონიო კონტე მალე თანამდებობიდან გაანთავისუფლონ.

ინგლისურ პრესაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ რომ კონტეს ადგილს ლუის ენრიკე დაიკავებს, რომელიც ბარსელონადან წასვლის შემდეგ ამჟამად არსად მუშაობს.

ჯერჯერობით თვითონ ლუის ენრიკეს ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა ერთ-ერთ ინტერვიუში მან განაცხადა რომ მალე დაუბრუნდება სამწვრთნელო საქმიანობას.