მოდრიჩმა შესაძლოა პსჟ-სთან განმეორებითი შეხვედრა გამოტოვოს

მოდრიჩმა შესაძლოა პსჟ-სთან განმეორებითი შეხვედრა გამოტოვოსმადრიდის რეალში რამდენიმე ფეხბურთელს ტრავმა აქვს და მათ შორის არის ლუკა მოდრიჩიც. მოდრიჩს კუნთის დაჭიმულობა აწუხებს და შესაძლოა მან პსჟ-სთან განმეორებითი შეხვედრა გამოტოვოს.

ჯერჯერობით უცნობია თუ როდის დაბრუნდება მოდრიჩი მოედანზე, მაგრამ რეალის მწვრთნელი ზინედინ ზიდანი ირწმუნება რომ ხორვატი ფეხბურთელი პსჟ-ს წინააღმდეგ ითამაშებს. ტრავმა აქვს ასევე მარსელოს, რომელიც მან ბეტისთან შეხვედრაში მიიღო.

მარსელოს ტრავმა სერიოზული არ არის და ის მოედანს მალე დაუბრუნდება.