მოსკოვთან ან-148 საფოსტო ვერტმფრენს შეეჯახა? – კატასტროფის ახალი დეტალები

 

მოსკოვთან ან-148 საფოსტო ვერტმფრენს შეეჯახა? - კატასტროფის ახალი დეტალებიმოსკოვთან სამგზავრო ან-148-ის ჩამოვარდნაზე ახალ დეტალები გახდა ცნობილი.

კატასტროფის ადგილზე მეორე საჰაერო ხომალდის ნარჩენებია ნაპოვნი. არსებობს ვარაუდი, რომ ან-148 შეიძლებოდა შეჯახებოდა საფოსტო ვერტმფრენს.

კატასტროფის ადგილზე ასევე ნაპოვნია მინიმუმ 50 ადამიანის სხეულების ფრაგმენტები.

ავტოკატასტროფა დღეს მოხდა. მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტიდან ორსკისკენ მიმავალი თვითმფინავი აფრენიდან მცირე ხანში ჩამოვარდა. მასში 65 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა.

ან-148 ავიაკომპანია ”სარატოვსკიე ავიალინიის” ეკუთვნის.