ნიკა გვარამიამ ფეისბუქზე დაწერა:
”მოკლედ, გირგვლიანის სახელი ლაფში ამოავლო ქართულმა ოცნებამ. ჯერ იყო და, ძეგლი დაუდგეს ყველა ჯურის კრიმინალთან ერთად. მერე, ყველაზე სამარცხვინო და ანტიკონსტიტუციურ სისხლის სამართლის საქმეს დაარქვეს მისი სახელი (შეწყალების გამო პრეზიდენტი რომ გაასამართლეს, აი, იმას). და ახლა, დრაკონული საკანონმდებლო პაკეტი “გირგვლიანის შესწორებების” სახელით შეაქვთ პარლამენტში.
ჭეშმარიტად, ადამიანის მოკვლა მისი სიკვდილის შემდეგაც შეიძლება.”

