ნინო ლომჯარია – ომბუდსმენის შენობა ავარიულია და ჯანმრთელობისთვის სახიფათო

ნინო ლომჯარია - ომბუდსმენის შენობა ავარიულია და ჯანმრთელობისთვის სახიფათოსაქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, შენობა, სადაც ომბუდსმენის აპარატია განთავსებული, ავარიულია და იქ დასაქმებული პირებისთვის საფრთხეს წარმოადგენს:

– ექსპერტების დასკვნა არსებობს, რაც ადასტურებს რომ შენობა არის ავარიული. სახიფათოა, პირველ რიგში, იქ დასაქმებული პირებისთვის. ასევე, არის ძალინ მცირე ფართი, რაც შესაძლებლობასაც კი არ გვაძლევს, შეხვედრების ორგანიზება შევძლოთ და ხშირად გვიწევს გარე ფართის ქირაობა, იმისთვის, რომ უბრალოდ ადამიანებს შევხვდეთ. ადაპტირება ვერ ხერხდება ამ შენობის და მისადგომადაც ძალიან რთულია მოქალაქეებისთვის. შეიძლება ამით სახალხო დამცველის ინსტიტუტის საერთაშორისო იმიჯიც დაზიანდეს. ამიტომ, ჩვენი რეკომენდაციაა, დაუყოვნებლივ გამოიძებნოს ალტერნატიული ფართი იმისთვის, რომ უსაფრთხო გარემოში უწევდეს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს მუშაობა, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ნიუპოსტი