ნოდარ მელაძე ირაკლი ჩიხლაძეს პლაგიატობას აბრალებს – “ბრძოლასაც ნიჭი უნდა ბაბუ”

ნოდარ მელაძემ ფეისბუქზე დაწერა:

“რა ებრძვი? რას ერჩი? რას ერქაგრეხილები ? სარკესთან რომ დგები, თავი კურიერის წამყვანი გგონია. გაბუნიას რომ უყურებ, მანერებიც კი copy paste მოგაქვს. ბრძოლასაც ნიჭი უნდა ბაბუ, ურთმელიძის ნაჯახგამოვლილებს რამე კი არ გაგვაოცებს, მაგრამ მაინც…”

პოსტს ბევრი გამოხმაურება მოჰყვა. გამოითქვა ვარაუდი, რომ ნოდარ მელაძე პოსტის ადრესატად ტელეიმედის ჟურნალისტ ირაკლი ჩიხლაძეს გულისხმობდა.

ეს ვარაუდი ნოდარ მელაძეს არ უარუყვია.