ფილიპე კოუტინიომ მესიზე ისაუბრა

ფილიპე კოუტინიომ მესიზე ისაუბრაბარსელონას ბრაზილიელმა ახალწვეულმა ფილიპე კოუტინიომ ლიონელ მესიზე ისაუბრა და თქვა, რომ მესი მას ყოველდღე აკვირვებს თავისი ოსტატობით. კოუტინიომ აღიარა რომ მესისთან ერთად თამაშზე ყოველთვის ოცნებობდა:

”როდესაც მოედანზე მესისთან ერთად გამოდიხარ, ეს უდიდესი ბედნიერებაა. ყოველთვის ვიცოდი მისი შესაძლებლობები, მაგრამ ლეო ყოველდღე მაოცებს. ინიესტაც შესანიშნავი ფეხბურთელია, რომლისგანაც ბევრ რამეს ვისწავლი”–განაცხადა ფილიპე კოუტინიომ.

ფილიპე კოუტინიო ბარსელონას ფეხბურთელი 2018 წლის იანვარში გახდა.