საქართველოს პრეზიდენტმა გორში ოკუპაციის მუზეუმი გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა გორში ოკუპაციის მუზეუმი გახსნაგიორგი მარგველაშვილმა, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით გორის უნივერსიტეტში ოკუპაციის მუზეუმი გახსნა. ოკუპაციის მუზეუმი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდისფინანსური მხარდაჭერით გაიხსნა და პროექტი საზოგადოებრივმა კავშირმა – მეგობრობის ხიდმა „ქართლოსი“ განახორციელა.

პროექტის მიზანი რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და ფარული ანექსიის საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და მათი არაფორმალურიგანათლების ხელშეწყობაა.

გორის შემდეგ ოკუპაციის მუზეუმები გაიხსნება ასევე: ქარელში, ხაშურში, კასპში, ერგნეთსა და გურიის რეგიონში ლანჩხუთში

შექმნილი სივრცეები გათვალისწინებულია ინტეგრირებული გაკვეთილების, ლექციების, საჯარო შეხვედრებისა და დისკუსიების ჩასატარებლადაც. ამავე კამპანიის ფარგლებშისაქართველოს პრეზიდენტი გორის უნივერსიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საჯარო ლექციას წაიკითხავს.

“ძალიან სიმბოლურია, რომ დღევანდელ დღეს, აქ, გორში, გორის უნივერსიტეტში გაიხსნა ოკუპაციის მუზეუმი. ჩვენ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დავაანონსეთ, რომ საჭირო იყოოკუპაციის მუზეუმების გახსნა მთელი ოკუპირებული ტერიტორიების გასწვრივ, ვინაიდან თითოეულ ჩვენგანს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს , ახალგაზრდებს ახსოვდეთოკუპაცია, იმიტომ რომ არასოდეს შეურიგდნენ ოკუპაციას და ჩვენ უნდა შევძლოთ ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენი სამშობლოს დეოკუპაცია. თუმცა ის, რაც გააკეთა ოკუპანტმა უნდა დარჩესმუდმივად ჩვენს მახსოვრობაში, რომ არასდროს დავუშვათ შეცდომა ოკუპანტთან ურთიერთობაში, არასოდეს ვიფიქროთ, რომ ოკუპანტი რამეზე დაიხევს უკან”, – აღნიშნასაქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა.