თიანეთის მერი, თამაზ მეჭიაური „ნიუპოსტთან“ ახალ დაპირისპირებას აანონსებს და აცხადებს, რომ დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის დავალებით, გარკვეული ჯგუფები მისი იმპიჩმენტის დაყენებას გეგმავენ.
თიანეთის მერი ამბობს, რომ ეს კულუარული ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ მიიღო, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ მასთან დაპირისპირებულ ძალებს იმპიჩმენტისთვის რაიმე ბერკეტი, მოცემულ პერიოდში, არ აქვთ.
– მერად არჩევიდან 6 თვის შემდეგ, თეორიულად, შეუძლიათ, ჩემი იმპიჩმენტი მოითხოვონ, ეს სავარაუდოდ, საკრებულოს მეშვეობით განხორციელდება. სამწუხაროდ, იმპიჩმენტის შესაძლებლობას მოქმედი კანონმდებლობა იძლევა, სადაც კარგად არ არის განმარტებული, რა შემთხვევაში შეიძლება იმპიჩმენტი დადგეს, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

