უნაი ემერი: ”პსჟ საკუთარ მოედანზე ძალიან ძლიერია”

უნაი ემერი: ”პსჟ საკუთარ მოედანზე ძალიან ძლიერია”პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ განაცხადა რომ მისი გუნდი საკუთარ მოედანზე ძალიან ძლიერია და შეუძლია ნებისმიერი გუნდის დამარცხება. წლევანდელ სეზონში პსჟ-მ საკუთარ კედლებში ყველა თამაში მოიგო და ემერის თქმით რეალთან ეს ტრადიცია არ უნდა შეწყდეს:

”რეალის წინააღმდეგ ურთულესი შეხვედრა გველის და ვიცით რა ძლიერი მეტოქე გვეყოლება, მაგრამ ჩვენ საკუთარ მოედანზე ყოველთვის ვიმარჯვებთ და რეალთანაც ასე უნდა მოხდეს. მჯერა რომ ჩემი ფეხბურთელები მოახერხებენ და რეალის ბარიერს დაძლევენ”–განაცხადა უნაი ემერიმ.

პსჟ-მ პირველი შეხვედრა მადრიდში 1:3 წააგო.