ჟერარ პიკე ტრავმის გამო ორ კვირას გამოტოვებს

ჟერარ პიკე ტრავმის გამო ორ კვირას გამოტოვებსბარსელონას მცველმა ჟერარ პიკემ ესპანიოლთან შეხვედრაში ტრავმა მიიღო და სავარაუდოდ ის ორი კვირის მანძილზე ვერ შეძლებს მოედანზე გამოსვლას. ესპანიოლის წინააღმდეგ პიკემ გოლის გატანაც მოახერხა და სწორედ მისმა გოლმა გადაარჩინა ბარსელონა მარცხს.

შეხვედრა ძლიერი წვიმის ფონზე მიმდინარეობდა და ფეხბურთელებს ძალიან უჭირდათ პასების გაკეთება და კომბინაციური ფეხბურთის თამაში.

პიკემ დისკომფორტი მატჩის შემდგომ იგრძნო და როგორც აღმოჩნდა მას მუხლზე აქვს მცირე დაზიანება. 20 თებერვალს ბარსელონას მნიშვნელოვანი შეხვედრა ელის ჩელსის წინააღმდეგ და იმ მატჩში პიკეს არყოფნა დიდი დანაკლისი იქნება.