ვერაზე კაცი მოკლეს

ვერაზე კაცი მოკლესვერაზე, ტატიშვილის ქუჩაზე კაცი მოკლეს. შემთხვევა სავარაუდოდ, გამთენიისას მოხდა. ადგილზე არიან სასწარფო და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.

არსებული ინფორმაციით, 60 წლამდე კაცი ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული. მას ტყვია თავის არეში აქვს მოხვედრილი. ასევე დაუდასტურებელი ინფორმაციით, მოკლული ეგრეთ წოდებული კრიმინალური ავტორიტეტი გოგი ხატოევია.