ნუგზარ კახიძის მკვლელობის საქმეზე მისი პარტნიორი გურამ ქაცანაშვილი დკითხეს

ნუგზარ კახიძის მკვლელობის საქმეზე მისი პარტნიორი გურამ ქაცანაშვილი დკითხესთბილისში მოკლული ბიზნესმენის, ნუგზარ კახიძის, ახლობლები გვიან ღამემდე ვაკის რაიონის პოლიციაში იკითხებოდნენ. მათ მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს. გამოიკითხა ნუგზარ კახიძის ერთ-ერთი ბიზნესპარტნიორიც – გურამ ქაცანაშვილი.

უფლებადამცველის განმარტებით, მის დაცვის ქვეშ მყოფს მკვლელობის მოტივის შესახებ ინფორმაცია არ აქვს და გამოძიებას გარდაცვლილ ბიზნესმენთან საერთო საქმიანი ურთიერთობის შესახებ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია.

კახა წერეთელი ამბობს, რომ პარტნიორებს შორის უთანხმოება არსებობდა, თუმცა მწვავე არა. მისივე განმარტებით, გამოკითხვაზე სხვა ბიზნესპარტნიორებიც არიან დაბარებულები.

– ბუნებრივია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფიც დაიბარეს დაკითხვაზე. ის აძლევს განმარტებას ყველა იმ დეტალთან დაკავშირებით, რაც ეხება მათ საქმიან ურთიერთობას. ბიზნესპარტნიორებს შორის სამწუხაროდ არ არის იშვიათი სამართლებრივი დავები, მათ შორის ამ შემთხვევაშიც იყო პარტნიორებს შორის დავები, მაგრამ ეს დავა არასდროს გასცდენია სამართლებრივ ჩარჩოებს. ბაზრობის მესაკუთრეებს შორის და წილებთან დაკავშირებით დავები არსებობს, -განმარტა გურამ ქაცანაშვილის ადვოკატმა.

გამოძიებას ჩვენება შემთხვევის ერთადერთმა თვითმხილველმა ქალმაც მისცა. ის კახიძის მკლელობის დროს ბინაში იყო. მისი დაკითხვა თითქმის 10 საათის განმავლობაში გაგრძლებდა. კონკრეტულად, რა ინფორმაცია მიაწოდა ქალმა გამომძიებლებს, უცნობია, მან მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.

როგორც ახლობლები ამბობენ, ბიზნესმენი ნუგზარ კახიძე საკუთარ სახლში მოკლეს. მათივე ინფორმაციით, დაახლოებით 30 წლამდე ასაკის მამაკაცი დღის პირველ ნახევარში ბიზნესმენის სახლში მივიდა, თქვა, რომ ბანკიდან იყო და წერილი უნდა გადაეცა.

მათივე ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც დამხმარე ქალმა კარი გააღო, კაცმა სროლა დაიწყო. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, დაჭრილია დამხმარე ქალიც. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

თბილისში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მკვლელობა გუშინ მოხდა.

იმედინიუსი

ნუგზარ კახიძის მკვლელობის თვითმხილველი ქალი დაკითხვაზე წაიყვანეს