ოზურგეთში გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლები დააკავეს

ოზურგეთში გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლები დააკავესოზურგეთში რამდენიმე წუთის წინ გარემოს დაცვის ინსპექციის რამდენიმე თანამშრომელი დააკავეს.

1tv-ის ინფორმაციით, შენობიდან რამდენიმე ადამიანი ხელბორკილებით, გურიის სამხარეო სამმართველოში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებულია „შკოდასა“ და „პრადოს“ ტიპის 20-მდე ავტომანქანა.

ჯერ არ კონკრეტდება, რომელმა სამართალდამცავმა უწყებამ დააკავა ოზურგეთის გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლები.