ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული საკრებულოს ყოფილი დეპუტატი ზურაბ ნეფარიძე დღეს ჩანიშნულ სხდომაზე სკანდალურ განცხადებას გააკეთებს.
“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, პროკურატურის წარმომადგენელს შანტაჟში ადანაშაულებს. დაცვის მხარე “ნიუპოსტთან” აცხადებს, რომ შანტაჟის ქვეშ იმყოფებიან ბრალდებილის ოჯახის წევრები.
ედიშერ ქარჩავას განცხადებით, პროკურატურა შანტაჟისა და ზეწოლის გზით, ზურაბ ნეფარიძეს მათთვის სასურველი ჩვენების მიცემას აიძულებს.
– ბატონი ზურაბი დღევანდელ პროცესზე ისაუბრებს ყველა გარემოებაზე და დეტალურად მოყვება იმ შანტაჟის შესახებ, რომელიც პროკურორის მხრიდან მოდიოდა. პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო იქნა გადაღებული, რომელიც მტკიცებულების სახით საქმეში დართული არ არის, მაგრამ დაუდეს თავად ნეფარიძეს, მის შვილს და რძალს. ასევე ეს კადრები აჩვენეს მოწმესაც. ამით აიძულებენ მათთვის სასურეველი ჩვენება მისცეს და კონკრეტული გარემოებები მიუთითოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ემუქრებიან რომ მათ რეპუტაციას საფრთხე დაემუარება,- თქვა ადვოკატმა.
ნიუპოსტი

