დიდუბის მეტროში სავარაუდოდ მატარებელი მამაკაცს დაეჯახა – მეტროსადგურში მოძრაობა შეჩერებულია

მეტროსადგურ დიდუბეში მოძრაობა შეჩერებულია.თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცს მატარებელი დაეჯახა.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო და საპატრულო ეჯიპაჟები.

მეტროსადგურში ადასტურებენ, რომ ადგილზე ინციდენტი მოხდა, თუმცა დეტალებზე არ საუბრობენ.