ანდრეს ინიესტამ ტრავმა მიიღო

ანდრეს ინიესტამ ტრავმა მიიღობარსელონას კაპიტანმა ანდრეს ინიესტამ ატლეტიკოსთან შეხვედრაში ტრავმა მიიღო და ის სავარაუდოდ რამდენიმე კვირა ვერ შეძლებს მოედანზე გამოსვლას. ინიესტა პირველი ტაიმის 35-ე წუთზე შეცვალეს და მის მაგივრად მოედანზე ანდრე გომეში გამოვიდა.

ჯერჯერობით არ არის ცნობილი ზუსტი დრო, როდესაც ანდრესი მოედანზე დაბრუნდება, მაგრამ სავარაუდოდ ის ჩელსის წინააღმდეგ თამაშს ვერ შეძლებს. ჩელსისთან შეხვედრა 14 მარტს გაიმართება.

ინიესტამ იმედი გამოთქვა რომ ის მოედანს მალე დაუბრუნდება და თავის გუნდს დაეხმარება მნიშვნელოვან მატჩებში.