ანტონიო კონტე ზაფხულში პსჟ-ს მწვრთნელი გახდება

ანტონიო კონტე ზაფხულში პსჟ-ს მწვრთნელი გახდებაფრანგულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ რომ სეზონის ბოლოს უნაი ემერი პსჟ-ს დატოვებს, ხოლო მის თანამდებობაზე კი უკვე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება.

ყველაზე რეალურად ანტონიო კონტე ითვლება, რომელსაც ჩელსის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი აქვს და სავარაუდოდ ის ჩელსიში დიდხანს არ გაჩერდება.

კონტე უკვე ესაუბრა პსჟ-ს ხელმძღვანელობას და მალე უფრო მეტი დეტალი გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ რომ პსჟ ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალში გამოეთიშა და ამ შედეგის შემდეგ ემერის უკვე აღარავინ გააჩერებს.