არსენ ვენგერი არსენალიდან წასვლას არ აპირებს

არსენ ვენგერი არსენალიდან წასვლას არ აპირებსარსენალის მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი არსენალიდან წასვლას არ აპირებს. ვენგერს კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულში ეწურება და ის ამ ვადამდე აპირებს მუშაობის გაგრძელებას.

მიუხედავად ამისა, ვენგერი შესაძლოა მაინც გაანთავისუფლონ, რადგან არსენალი ბოლო პერიოდში ძალიან ცუდ შედეგებს აჩვენებს და გუნდი აშკარა კრიზისშია.

არსენალმა ზედიზედ სამი შეხვედრა წააგო და ვენგერის გუნდს თითქმის აღარ აქვს ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრის შანსი. ხუთშაბათს არსენალს ევროპის ლიგაში  მნიშვნელოვანი შეხვედრა ელოდება მილანის წინააღმდეგ.