ბათუმის პორტში ამერიკის მე-6 ფლოტის ხომალდი ოუკ ჰილი შემოვიდა

ბათუმის პორტში ამერიკის მე-6 ფლოტის ხომალდი ოუკ ჰილი შემოვიდაბათუმის პორტში ამერიკის შეერთებული შტატების მე-6 ფლოტის ხომალდი USS Oak Hill (LSD 51) [ოუკ ჰილი] შემოვიდა. საქართველოში ეს ხომალდის პირველი ვიზიტია და ბათუმს რეგულარული დისლოკაციის ფარგლებში ესტუმრა.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი წვრთნები და სწავლებები. ხვალ კი საზეიმო მიღება გაიმართება.

ხომალდის ოპერაციების მიზანია ნატოს მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის საზღვაო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის, მზადყოფნისა და საზღვაო ბრძოლისუნარიანობის გაძლიერება.

გემის ეკიპაჟს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს ბათუმის პორტში. მათ აჭარის მთავრობამ უმასპინძლა.

იმედინიუსი