ბათუმის პორტში თურქეთის სამხედრო გემები შემოვიდნენ

ბათუმის პორტში თურქეთის სამხედრო გემები შემოვიდნენბათუმის პორტში თურქეთის სამხედრო გემები შემოვიდნენ. შავ ზღვაზე დაგეგმილი სამხედრო-საზღვაო წვრთნების „ზღვის ვარსკვლავი 2018“-ის ფარგლებში, 30 მარტიდან – 1 აპრილამდე ბათუმის პორტში დარჩებიან.

კერძოდ, ბათუმის პორტში შემოვიდნენ: TCG ფათიჰი“ და „TCG ვოლკანი“, ხოლო 2 აპრილს, საქართველოს სანაპირო დაცვის ერთეულებთან ერთად ჩატარდება სწავლება PASSEX.

“ბათუმის პორტში ვიზიტი და სწავლება ემსახურება, ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განმტკიცებას”, – წერია თურქეთის საელჩოს განცხადებაში.

იმედინიუსი