რამდენიმე დღის წინ გიგა მაქარაშვილმა ფეისბუქში დაწერა:
“ერთხელ ბათუმში, ნაქირავები ბინის აივნიდან დედაშვილის უცნაური საუბარი მომესმინა.
გოგონას აშკარად ყვავილები მოართვა ვიღაცამ და ის გადაგდებას უპირებდა. დედა კი საყვედურობდა, შეირგე ეს მომენტი, გიხაროდეს სანამ გჩუქნიანო.
ეზოში რომ ჩამოვედი, მერეღა შევავლე თვალი ქალბატონს, რომელიც ეტლში იჯდა(და როგორც გაირკვი ბევრი წელი იყო ამ მდგომარეობაში)
იმავე საღამოს მოვუტანე ყვავილების პატარა შეკვრა, მერე თბილისიდან გამოვუგზავნე, მერე ყოველ ჩამოსვლაზე შევირბენდი ხოლმე და სულ უხაროდა ყვავილები.
წამში მიმკითხავებდა, სულ-სულ კარგ ამბებს ამოიკითხავდა ხოლმე კარტში ჩემზე, დედასავით დამარიგებდა, წაი ახლაო მეტყოდა და მიშვებდა.
მერე სოციალური ქსელს შემოეჩვია და ჩვენი კონტაქტიც ყოველდღიური გახდა, მეტიც, ხშირად დღეში რამდენჯერმე მირეკავდა.
დღეს ჩემს აძლიან უცნაურად შეძენილ, უტკბილეს ინგას ბოლო გზაზე გააცილებენ.
თუ რამე არსებობს იმქვეყნად, ყვავილებიან მინდორში მინდა გქონდეს სასუფეველი ![]()
მიყვარხარ და მომენატრები ჩემო მზრუნველო მეგობარო ![]()

