დაღუპულია მახინჯაურელი ოჯახის 3 წევრი, ერთმანეთს 3 მანქანა შეეჯახა – სამტრედიის ავარიის ახალი დეტალები

დაღუპულია მახინჯაურელი ოჯახის 3 წევრი, ერთმანეთს 3 მანქანა შეეჯახა - სამტრედიის ავარიის ახალი დეტალებისამტრედიაში მომხდარი საშინელი ავარიის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

ბათუმელების ცნობით, დაღუპულია ბათუმში, მახინჯაურის დასახლებაში მცხოვრები ოჯახის 3 წევრი, 3 კი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა 15 მარტის საღამოს, სამტრედიასთან ახლოს მოხდა. გარდაცვლილებს შორის 2 ზრდასრულია, 1 კი ბავშვი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. 3 მგზავრი ადგილზე დაიღუპა, 3 კი დაშავდა და ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, რაც გულისხმობს ტრანსორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ორი, ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული ისჯება 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.