ეგვიპტეში საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო

ეგვიპტეში საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყოეგვიპტეში საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო, რომელიც 3 დღეს გაგრძელდება. ამის შესახებ BBC წერს.

ქვეყანაში მცხოვრები 96 მილიონი მოქალაქიდან ხმის მიცემის უფლება 59,5 მილიონ ადამიანს აქვს.

ქვეყნაში 376 საარჩევნო კომიტეტი და დაახლოებით 17 000 ადგილობრივი კომისია იმუშავებს. ხმის მიცემის პროცესს კი 63 ორგანიზაციის წარმომადგენლები დააკვირდებიან.

პრეზიდენტობის მთავარი კანდიდატი ქვეყნის მოქმედი ლიდერი აბდელ ფატაჰ ალ-სისია.

იმედინიუსი