ეკა სირაძე-დელონე – ”თბილისში სამმა რუსმა გამყიდველმა ქართულად ლაპარაკზე უარი მითხრა”

საფრანგეთში საქართველოს ელჩმა ეკა სირაძე-დელონემ რამდენიმე საათის წინ ფეისბუქში დაწერა:

”მეგობრებო რომელიმემ ხომ არ იცით ვის ეკუთვნის ეს ობიექტი?

საქმე ისაა, რომ დღეს შევედი რაღაცის საყიდლად, მომსახურე პრესონალმა სასიამოვნო სლავური გარეგნობის სამმა ქალმა, ამიხსნა საკმაოდ გაღიზიანებული ტონით, რომ ქართული არ იციან და მხოლოდ რუსულად უნდა დაველაპარაკო. დიდი, დიდი ინგლისურადაც შეიძლება. ჩემს მითითებაზე, რომ სახელმწიფო ენა ქართულია, მიპასუხეს თუ რამის ყიდვა მინდა იმ ენაზე დამელაპარაკე რაც მესმისო. ჰოდა გავბრაზი და ახლა ვეძებ მფლობელს, სიამოვნებით შევიტანდი სარჩელსაც აქ რომ ვიყო მუდმივად.

აგერ მენიუც ინგლისურ/რუსულ ენაზე აქვთ. თბილისის მერია / Tbilisi City Hall თბილისის საკრებულო / Tbilisi City Assembly’

პოსტს შესაბამისი ფოტომასალა მოჰყვება.