მერაბ ადეიშვილი – “ეს მხოლოდ თბილისში შეგიძლიათ ნახოთ! – სახლი სახლზე, თავისი ეზოთი, მეურნეობით”

ტრანსპორტის ყოფილი მინისტრი მერაბ ადეიშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს ავრცელებს და ერთ ჩვენებურ, ტრაგიკომიკურ სიტუაციაზე ამახვილებს ყურადღებას:

“ძველი კამოს N 2 და კამოს N 4 – 60-იანი წლების ორი გამორჩეული სახლი სანაპიროზე. პირველ რიგში, თავისი მაცხოვრებლებით, მაგრამ ეტყობა, არქიტექტორმა თავის დროზე ამ შენობას დააკლო ერთი კოლორიტული და ორიგინალური ელემენტი, რაც “გონიერმა”ტიპებმა, თავიანთი მოგრეხილი ტვინებით მოგვიანებით გამოასწორეს…. ორსართულიანი სახლი სახურავზე, სახლი სახლზე, თავისი ეზოთი, მეურნეობით და ა.შ…….ეს მხოლოდ თბილისში შეგიძლიათ ნახოთ!!!“, – წერს მერაბ ადეიშვილი.
ჯეოთაიმსი