ვანისა და ხონის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები არანაირი ტრამპლინი არ არის, სპორტის ამ სახეობით მე არ ვარ დაკავებული.
ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე ის ორიენტირებულია კონკრეტულ პრობლემებზე, რაც ვანისა და ხონის მოსახლეობას აწუხებს.
– არანაირი ტრამპლინი ეს არ არის, სპორტი ამ სახეობით მე არ ვარ დაკავებული, მე ფოკუსირებული ვარ ვანით და ხონით და იმ პრობლემებით, რაც იქ არის. ყველა სხვა დანარჩენი თემა ჩემთვის არალერევანტულია ცხოვრების ამ მონაკვეთში, – აღნიშნა გიგი უგულავამ.
ვანისა და ხონის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები 28 აპრილს გაიმართება. „ევროპული საქართველოდან“ არჩევნებში მონაწილეობას გიგი უგულავა მიიღებს.

