მიკროსაფინანსო ორგანოზაცია ლენდოს ყაჩაღობაში ყოფილმა ბრალდებულმა გიორგი კუკავამ, რომელიც სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო, სამეგრელო ზემო-სვანეთის სამხარეო პოლიციასთან ბრიფინგი გამართა.
კუკავას ინფორმაციით, ზუგდიდის რაიონული სამმართველის უფროსად გიორგი გვილავა ინიშნება, რომელიც მისი თქმით, უშუალოდ იყო ჩართული მისი უკანონო დაკავების პროცესში და მტკიცებულებების გაყალბებაში.
– ვთხოვ მინისტრს, არ დანიშნოს ასეთი კადრი უფროსად. ის უშუალოდ მონაწილეობდა ჩემს უკანონი დაკავებაში, მტკიცებულებების გაყალბებაში. მის წინააღმდეგ პროკურატურაში განცხადება უკვე შევიტანე და საქმე ძიებაშია, -აცხადებს კუკავა.
გიორგი კუკავას უკანონო დაკავებასთან და პოლიციელების მხრიდან შესაძლო უფლებამოსილების გადამეტებასთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურაში კუკავას განცხადების საფუძველზე საქმე ძიებაშია.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაყაჩაღების ფაქტზე გიორგი კუკავა 2017 წლის 16 მარტს დააკავეს. იგი ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დაკავებიდან 8 თვის შემდეგ გაათავისუფლა.
იმედინიუსი

