გიორგი კვირიკაშვილი: “მათი საცოდაობით აღარ ვარ… ყვავ-ყორნებივით დასტრიალებენ კანცელარიის მე-11 სართულს”

გიორგი კვირიკაშვილი: "მათი საცოდაობით აღარ ვარ... ყვავ-ყორნებივით დასტრიალებენ კანცელარიის მე-11 სართულს"საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს გამართულ ბრიფინგზე მის ირგვლივ არსებულ ხმებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც საუბარია იმაზე, რომ კვირიკაშვილი თანამდებობიდან მიდის. მისი თქმით, იგი თანამდებობიდან რამდენიმე წელი არ გადადგება:

„მინდა მივმართო იმ ადამიანებს რომლებიც ყვავ-ყორნებივით დასტრიალებენ კანცელარიის მე-11 სართულს, პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის საკითხს, მინდა გითხრათ, რომ ეს ტაიმერი რამდენიმე წელიწადი არ დარეკავს, მათი საცოდაობით აღარ ვარ, მინდა ვუთხრა, გამოიძინონ და დაისვენონ კარგად“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.