გიორგი მარგველაშვილმა ფედერიკა მოგერინისთან ოკუპაციის პრობლემა განიხილა

გიორგი მარგველაშვილმა ფედერიკა მოგერინისთან ოკუპაციის პრობლემა განიხილასაქართველოს პრეზიდენტმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროკავშირის უმაღლეს კომისარ ფედერიკა მოგერინისთან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება განიხილა.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ აღმაშფოთებელია ქართველი სამხედროს, არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული სიკვდილი და ის, რომ საოკუპაციო რეჟიმი ცხედრის გადმოსვენებას ამ დრომდე აფერხებს.

საუბარი შეეხო გასულ წელს ხურჩაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობასაც.

ევროკომისარმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა. საუბარი შეეხო ვიზალიბერალიზაციის პროცესსაც. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროკავშირი საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებს უმაღლეს შეფასებას აძლევს და ქვეყნის მხარდაჭერა კვლავაც გაგრძელდება.

ბრიუსელში გიორგი მარგველაშვილის სამუშაო ვიზიტი 10 მარტს დასრულდება.