გიორგი ნიკოლაიშვილი – “აშშ-ში მცხოვრებ ირაკლი კაპანაძეს ჩვენი დახმარება სჭირდება” – ამ დროისთვის შეგროვდა 1.400 დოლარზე მეტი

გიორგი ნიკოლაიშვილი - "აშშ-ში მცხოვრებ ირაკლი კაპანაძეს ჩვენი დახმარება სჭირდება" - ამ დროისთვის შეგროვდა 1.400 დოლარზე მეტიგიორგი ნიკოლაიშვილმა 2 საათის წინ ფეისბუქში დაწერა:

“მეგობრებო, ვიწყებთ აქციას “300 ქართველი”. წაიკითხეთ ჩვენი ახალი ბენეფიციარის ისტორია, გადადით ლინკზე და გთხოვთ, გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა. ასევე გთხოვთ გააზიარეთ, რათა ბევრმა ნახოს!

33 წლის ქართველ ემიგრანტს, ირაკლი კაპანაძეს, რომელიც იმყოფება ამერიკაში, კონექტიკუტის შტატში, დაუსვეს მწვავე მიელოიდური ლეიკემიის დიაგნოზი. ირაკლიმ გაიარა მკურნალობის კურსი yale New Haven Hospital-ში, მაგრამ რემისიული პერიოდი ხანმოკლე გამოდგა და რამოდენიმე თვეში მოხდა დაავადების რელაფსი(დაავადების ხელახლა შებრუნება). ირაკლის ესაჭიროება მკურნალობის ხელახალი კურსი, რაც უფინანსდება დაზღვევით, მაგრამ ასეთ მდგომარეობაში მას არ შეუძლია მუშაობა, რომ გადაიხადოს ბინის ქირა და მოიპოვოს საარსებო თანხა. ამიტომ სჭირდება ჩვენი გვერდში დგომა და ფინანსური დახმარება. ამჯერად ექიმები ცდილობენ დაავადების კონტროლის ქვეშ მოქცევას და შემდეგი ეტაპისთვის-ტრანსპლანტაციისათვის ორგანიზმის მომზადებას. ეს საკმაოდ დროში გაწელილი პროცესია და ძალიან დიდ გამოწვევებთან დაკავშირებული. მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი ძალიან მშრომელი და აქტიური ახალგაზრდაა, მკურნალობის სირთულეებიდან გამომდინარე, ვერ მოახერხებს აქტიურ ცხოვრებას და ამის გამო ჩვენი თანადგომა სჭირდება. გთხოვთ, ყველამ ერთად მივიტანოთ გულთან და შევუმსუბუქოთ მდგომარეობა ახალგაზრდა, ძალიან მაგარ ქართველ ბიჭს ამ ურთულეს პერიოდში. ჩვენი თანდგომით შევძლებთ მოვაშოროთ ირაკლის ზედმეტი პრობლემები და გავუადვილოთ დაავადებასთან ბრძოლა. წინასწარ გიხდით მადლობას გულისხმიერებისათვის.”

ამ დროისთვის 44 ადამიანს აქვს შეტანილი ფული და შეგროვებულია 1.400 დოლარზე მეტი.