გიორგი ქვილითაიამ რაპიდში დუბლი შეასრულა

ვენის რაპიდის და საქართველოს ნაკრების ფორვარდმა გიორგი ქვილითაიამ ავსტრიის თასის მეოთხედფინალში ორი გოლი გაიტანა და რაპიდი ნახევარფინალში გავიდა.

რაპიდის მეტოქე რიდი იყო და ქვილითაიას გუნდი 0:1 აგებდა, მაგრამ მეორე ტაიმში გიორგიმ ორი გოლი გაიტანა და საბოლოოდ რაპიდმა გაიმარჯვა.

ბოლო პერიოდში ქვილითაია უფრო შედეგიანი, ვიდრე ეს სეზონის დასაწყისში იყო, თუმცა ის მუდმივად მაინც ვერ ხვდება რაპიდის ძირითად შემადგენლობაში.