გივი თარგამაძე – ”გუდაურის საბაგიროზე დივერსიაც გამოსაძიებელია – დაგვტოვებენ მხოლოდ რუსი ტურისტების ამარა”

გივი თარგამაძე - ”გუდაურის საბაგიროზე დივერსიაც გამოსაძიებელია - დაგვტოვებენ მხოლოდ რუსი ტურისტების ამარა”“ევროპული საქართველოს” წევრი გივი თარგამაძე გუდაურში მომხდარ უბედურ შემთხვევას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
თარგამაძე დივერსიის ვერსიას არ გამორიცხავს.
“გუდაურის შემთხვევასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, სხვებთან ერთად, დივერსიის ვერსიაც სერიოზულადაა გამოსაძიებელი. არც პარანოია მაქვს, არც რამეს ვიჩემებ. საქმე გვაქვს მაგ სფეროში წამყვანი მწარმოებლის საუკეთესო მოდელის სავსებით ახალ მექანიზმთან, რომელსაც აქვს უმაღლესი კატეგორიის დაცვა, ხუთი სამუხრუჭე სისტემა – სამი ელექტრონული, ორი – მექანიკური. და არცერთმა არ იმუშავა. რომ წარმოიდგინოთ – პროგრამა აირია, ერთი გაითიშა – მეორე ირთვება, მერე მესამე. ვთქვათ, საერთოდ დაეკიდა პროგრამა, ტვინი გაითიშა – შემდეგ მოდის მექანიკური მუხრუჭი, რომელიც, თუ მოწყდა, მეორე მექანიკური მუხრუჭი აზღვევს. აი ამ ყველა კომპონენტიდან არცერთმა რატომ არ იმუშავა, ესაა დასადგენი.

დივერსიის აზრი მარტივადაა გასაგები – დარჩები მხოლოდ რუსი ტურისტების ამარა. უსაფრთხოების სისტემის დღევანდელი ჩამოშლის ფონზე წარმოუდგენელი სულაც არაა. ბუნებრივია, ეს ვერსია არ უნდა იქცეს კონკრეტული ადამიანების დანაშაულის დაფარვის მექანიზმად. მთლად სისულელეა სამთავრობო მედიის ხაზი, რომ ასეთი შემთხვევები სხვაგანაც ხდება და რას იზამ. ასევე იმაზე საუბარი, რომ პასუხისმგებელი პირები კარგი ტიპები არიან და არ უნდა გავწიროთ. მოკლედ, ცივილიზებულ ქვეყანაში გამოძიება ყველა მიმართულებას ამოწურავდა. რა იქნება აქ – გლუვმა უწყის…” – წერს თარგამაძე.