გუგული მაღრაძე: კვერცხიც მიჭამია და მაკარონიც… 1 ბოთლი ზეთი 2.88 ლარი ღირს

გუგული მაღრაძე: კვერცხიც მიჭამია და მაკარონიც... 1 ბოთლი ზეთი 2.88 ლარი ღირს– კვერცხიც მიჭამია და მაკარონიც… 1 ბოთლი ზეთი 2.88 ლარი ღირს, –
ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ ტელეკომპანია “იბერიას” გადაცემა “თავისუფალ სივრცეში” განაცხადა.  გადაცემის წამყვანის კითხვაზე: ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრმა მითხრა, რომ გუგული მაღრაძეს ვკითხე სად ყიდულობ სამ ბოთლ ზეთს 10 ლარად-მეთქი. მართლა სად ყიდულობთ? – მაღრაძე ასე პასუხობს:
– შედით კარფურში, 2.88 თეთრი ღირს ერთი ბოთლი ზეთი. აღარ დამთავრდა ზეთზე ამდენი საუბარი?! დეპუტატები სხვადასხვანაირები არიან, ერთხელ სხვათა შორის ერთმა ჟურნალისტმა მკითხა, ხორცი რა ღირს… ყველაფერი ვიცი რა რა ღირს.

ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ, რომელიც შაბათს და კვირას მიდის მაღაზიაში და ყიდულობს პროდუქტს. ერთხელ ერთმა მოქალაქემ მითხრა რამდენი ხანია კვერცხი და მაკარონი არ გიჭამიათო. კვერცხიც მიჭამია, მაკარონიც და ძალიან ჩვეულებრივად ვცხოვრობ. წამომყევით, ერთად ვიაროთ და ვნახოთ რას ვყიდულობ ხოლმე.

22 წლიდან ვმუშაობ, მაგრამ ყოველთვის ნორმალური ანაზღაურება მაქვს. ჩემს ოჯახში ყველას აქვს განათლება, ყველა ვმუშაობთ. ჩვენ არ ვეკუთვნით მდიდარ ოჯახებს, მაგრამ არც ღარიბი ოჯახები ვართ, – განაცხადა გუგული მაღრაძემ.