ინფრასტრუქტურის მინისტრად მაია ცქიტიშვილი ინიშნება – სად წავა ზურაბ ალავიძე?

ინფრასტრუქტურის მინისტრად მაია ცქიტიშვილი ინიშნება - სად წავა ზურაბ ალავიძე?imedinews-ის ინფორმაციით, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობზე ზურაბ ალავიძეს მთავრობის კანცელარიის უფროსი მაია ცქიტიშვილი შეცვლის. გადაწყვეტილება საჯარო დღეს უნდა გამხდარიყო, თუმცა ცვლილების ოფიციალურად გამოცხადება გადავადდა, შესაძლოა ერთი ან რამდენიმე დღით.
ზურაბ ალავიძე ინფრასტრუქტურის მინისტრად 2016 წლის შემოდგომაზე დაინიშნა. მაია ცქიტიშვილი მთავრობის კანცელარიის ხელმძღვანელად 2012 წლის ნოემბრიდან მუშაობს.