საქართველოს მთავარ საკანონმდებლო ორგანოში დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიდის. კალაძის და დეპუტატების შეხვედრის განხილვის მთავარი თემა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა და მასთან დაკავშირებული საკითხებია.„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში აცხადებენ, რომ დედაქლაქის გენერალური გეგმის დამტკიცება რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს:
„დროის გაჭიანურება ამ შემთხვევაში წყალს ასხამს იმ ბიუროკრატებზე და იმ ჩინოვნიკებზე, რომლებიც ძირითადად ფიქრობენ თუ საიდან მიიღონ დამატებითი შემოსავალი თბილისიდან. ასე რომ მოგვიწევს სერიოზული ომი თბილისის მერიასთანაც და თბილისის საკრებულოსთანაც, რომ რაც შეიძლება დავაჩქაროთ თბილისისთვის გენერალური გეგმის დამტკიცება,“-ამბობს ზაალ უდუმაშვილი.
„ევროპული საქართველო“ კახა კალაძის გუნდს გენერალური გეგმის ჩაგდების მცდელობაში ადანაშაულებს.
„წყალში ჩაყრილი გამოდის ის მილიონობით, ლარი, რომელიც გენგეგმის შემუშავებას დასჭირდა. როგორც ჩანს ისინი ახლა უარს იტყვიან დოკუმენტის დამტკიცებაზე, ხოლო შემდგომ დაიწყება კვლავ მრავალწლიანი და მრავალმილიონიანი ახალი პროექტი,“ – აცხადებს ირაკლი აბესაძე.

